არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციით ალადაშვილის კლინიკაში მამაკაცი დაიღუპა
არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციით ალადაშვილის კლინიკაში მამაკაცი დაიღუპა

არსებული ინფორმაციით ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მამაკაცი დაიღუპა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.