დათა ქაჯაია თი-სი-არ-ში ბრუნდება
დათა ქაჯაია თი-სი-არ-ში ბრუნდება

დათა ქაჯაია საერთაშორისო ავტოსპორტს დაუბრუნდა. 35 წლის ავტომრბოლი „თი სი არ“-ის (TCR) სერიაში იასპარეზებს. ის ესპანურ-ქართული გუნდის „პი-სი-არ“-ის (PCR) ღირსებას დაიცავს. კონტრაქტის გაფორმების პროცესის გაჭიანურების გამო, სპორტსმენმა საწვრთნელ რბოლებში ვერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა გუნდს მალე შეუერთდება.

დათა ქაჯაია „თი სი არ“-ის (TCR) სერიაში, გასულ წლებში, ფოლკსვაგენ-გოლფითა და ალფა რომეოთი ასპარეზობდა. სხვადასხვა კლასში ის არაერთი ტურნირის გამარჯვებულია. 2017 წლის „თი სი არ“-ის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელსაც რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა უმასპინძლა, ქაჯაიამ პირველი ადგილი დაიკავა.

დატოვე კომენტარი