დასტინ პორიეს საბრძოლო ეკიპირების კომპლექტი 26 000 დოლარად გაიყიდა
დასტინ პორიეს საბრძოლო ეკიპირების კომპლექტი 26 000 დოლარად გაიყიდა

როგორც ცნობილია, დასტინ პორიე და მისი ოჯახი აქტიურად არიან ჩართულები საქველმოქმედო საქმიანობაში. UFC 257-ის გამართვამდე კონორ მაკგრეგორმა პორიეს ოჯახის საქველმოქმედო ფონდში (Good Fight Foundation) 500 000 დოლარი გადარიცხა. აღნიშნული ფონდი არაერთი კეთილი საქმით არის დაკავებული.

Good Fight Foundation-ის დახმარებით უგანდაში დასალევი წყლის რეზერვუარები დაიდგა, ეს ქვეყნის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. პორიეს ფონდი აფრიკის კონტინენტსა და ასევე, დასტინის მშობლიურ ლუიზიანაში სკოლებისა და სასწავლო ცენტრების მშენებლობაში მონაწილეობს.

კონორ მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა დროებითმა ჩემპიონმა საკუთარი ეკიპირების კომპლექტი აუქციონზე 26 200 დოლარად გაყიდა.

დასტინმა აღნიშნული ქმედება ტრადიციად აქცია. ყოველი ბრძოლის შემდეგ ის თავის ეკიპირებას აუქციონის საშუალებით ყიდის და მთელ თანხას ქველმოქმედებას ახმარს.