დასავლეთთან პატიმრების გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებულ მოქალაქეებს ვლადიმერ პუტინი აეროპორტში დახვდა
დასავლეთთან პატიმრების გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებულ მოქალაქეებს ვლადიმერ პუტინი აეროპორტში დახვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ყველას მოგილოცოთ სამშობლოში დაბრუნება. ახლა მინდა, მივმართო თქვენს შორის მათ, ვისაც აქვთ პირდაპირი კავშირი სამხედრო სამსახურთან. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ფიცის, მოვალეობისა და სამშობლოს ერთგულებისთვის. სამშობლოს თქვენ არცერთი წუთით დავიწყებიხართ და აი, სახლში ხართ“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, ყველა დაბრუნებული პირი დაჯილდოვდება.
გაცვლის შედეგად, სამშობლოში რუსეთის რვა მოქალაქე დაბრუნდა.