ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა, Forbes-მა შეადგინა 25 ყველაზე მდიდარი სპორტული იმპერიის სია.
რეიტინგში შევიდნენ კომპანიები და მეწარმეები, რომლებსაც ეკუთვნით თუნდაც ერთი კლუბის საკონტროლო აქციები, რომელთა ღირებულება 500 მილიონზე მეტია, აგრეთვე მათი ინვესტიციები სხვა სპორტულ აქტივებში შეადგენს, მინიმუმ, 100 მილიონ დოლარს.
რეიტინგის ლიდერი გახდა ამერიკული ჰოლდინგი Liberty Media, რომლის ყველაზე ძვირფასი სპორტული საკუთრებაა წილი ფორმულა 1-ში.
ყველაზე მდიდარი სპორტული იმპერიების TOP 10:
- Liberty Media – 18,22 მილიარდი დოლარი (ფორმულა 1, სპორტული მედიაკომპანია Overtime Sports, გასართობი ცენტრების ქსელი F1 Arcade, პროფესიული Drone Racing League, არენა Kroenke Arena Co, ავტოსპორტის ორგანიზაცია Meyer Shank Racing);
- Kroenke Sports & Entertainment – 15,59 მილიარდი დოლარი (ლოს ანჯელეს რემსი (NFL), დენვერ ნაგეტსი (NBA), არსენალი (პრემიერლიგა), კოლორადო ეველანში (NHL), კოლორადო რეპიდზი (MLS), კოლორადო მამოტი (ლაკროსის ეროვნული ლიგა), სპორტული არხი Altitude Sports& Entertainment);
- Fenway Sports Group – 12,95 მილიარდი დოლარი (ლივერპული (პრემიერლიგა), ბოსტონ რედ სოქსი (MLB), პიტსბურგ პინგვინზი (NHL), სპორტული ტელეარხი NESN, რაუშ-ფენვეი რეისინგი (NASCAR), სპორტული მარკეტინგის სააგენტო Fenway Sports Management);
- ჯერი ჯონსი – 12,80 მილიარდი დოლარი (დალას ქოუბოიზი (NFL), სპორტული ცენტრი The Star, კომპანია Legends Hospitality, კიბერსპორტული ორგანიზაცია GameSquare Esports);
- Harris Blitzer Sports & Entertainment – 11,86 მილიარდი დოლარი (ფილადელფია 76 (NBA), ვაშინგტონ კომანდერსი (NFL), ნიუ ჯერსი დევილზი (NHL), Joe Gibbs Racing (NASCAR), იუნიორთა სპორტი, კრისტალ პალასი (პრემიერლიგა), Elevate Sports Ventures, New Meta Entertainment);
- Madison Square Garden Sports – 10,25 მილიარდი დოლარი (ნიუ იორკ ნიქსი (NBA), ნიუ იორკ რეინჯერსი (NHL), ჰარტფორდ ვულფ პეკი (AHL), NRG);
- Kraft Group – 9,13 მილიარდი დოლარი (ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი (NFL), ნიუ ინგლენდ რევოლუშენი (MLS), Patriot Place, ტექნოლოგიური კომპანია Kraft Analytics Group, მედიაკონგლომერატი TKO Holdings, კომპანია DraftKings, კიბერსპორტული ორგანიზაცია Oxygen Esports);
- Yankee Global Enterprises – 9,07 მილიარდი დოლარი (ნიუ იორკ იანკიზი (MLB), ღონისძიებები Yankee Stadium-ზე, საკაბელო ტელეარხების ქსელი YES Network, კომპანია Legends Hospitality, ნიუ იორკ სიტი (MLS), მილანი (სერია A), პადელის ტურნირი A1 Padel);
- პოლ ალენის სახელობის ფონდი – 9,06 მილიარდი დოლარი (სიეტლ სიჰოქსი (NFL), პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი (NBA), სიეტლ საუნდერსი (MLS));
10. Maple Leaf Sports & Entertainment – 8,47 მილიარდი დოლარი (ტორონტო რეპტორსი (NBA), ტორონტო მეიპლ ლიფსი (NHL), ტორონტო (MLS), ტორონტო არგონავტსი (KFL), ტორონტო მარლისი (AHL)).