დასახელდა „რეალში“ მოურინიოსთვის ხელშეუხებელი ხუთი ფეხბურთელი #1TVSPORT
ესპანურმა გაზეთმა, El Mundo Deportivo-მ დაასახელა მადრიდის „რეალის“ ხუთი ფეხბურთელი, რომლებიც ხელშეუხებელნი არიან კლუბის ხელმძღვანელობისა და ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიოსთვის. ესენი არიან: ფორვარდი კილიან მბაპე, ნახევარმცველები ფედერიკო ვალვერდე, არდა გიულერი, ბერნარდო სილვა და ჯუდ ბელინგემი.
წყაროს ცნობით, ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი და გარემარბი ბრაიმ დიასი ახლოს არიან „რეალთან“ კონტრაქტის გაგრძელებასთან. გაურკვეველია სიტუაცია ვინისიუსთან, ედუარდო კამავინგასა და ენდრიკთან დაკავშირებით.