დასახელდა ჟოზე მოურინიოს კარიერაში 11 საუკეთესო ფეხბურთელი
დასახელდა ჟოზე მოურინიოს კარიერაში 11 საუკეთესო ფეხბურთელი

ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ „ტოტენჰემის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს კარიერაში 11 საუკეთესო ფეხბურთელი აირჩია. ამ სიიდან რვა ფეხბურთელს სხვადასხვა დროს უთამაშია მოურინიოს მიერ გაწვრთნილ „ჩელსიში“.

ჟოზე მოურინიოს კარიერაში 11 საუკეთესო ფეხბურთელის სია:

პეტრ ჩეხი, ხავიერ ძანეტი, ჯონ ტერი, რიკარდო კარვალიო, ვილიამ გალასი, კლოდ მაკელელე, ფრენ ლემპარდი, ედენ აზარი, მესუთ იოზილი, დიდიე დროგბა, კრიშტანო რონალდო.

პორტუგალიელ სპეციალისტს კარიერის განმავლობაში გაწვრთნილი ჰყავს: „პორტუ“, „ჩელსი“, „რეალ მადრიდი“, „ინტერი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.