დასახელდა აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატი #1TVSPORT
აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მეხუთედ გახდა ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მაგრამ, ამ წარმატების მიუხედავად, სტივ კერი დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს. ამჟამად კერის ადგილზე მთავარ პრეტენდენტად ერიკ სპოელსტრა განიხილება. სპოელსტრა პარიზის ოლიმპიადაზე კერის ასისტენტად მუშაობდა, მანამდე კი წინა მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის თანაშემწე იყო.
სპოელსტრა 2008 წლიდან „მაიამი ჰიტის“ მთავარი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით ფლორიდული კლუბი ორჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი.
პარიზის ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრებმა ფინალში 98:87 დაამარცხა საფრანგეთი.