მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ს სტივ კერი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ს სტივ კერი უხელმძღვანელებს #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრებმა სამწვრთნელო ჯგუფის შემადგენლობა გამოაცხადა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში გაიმართება.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება „გოლდენ სტეიტის“ დამრიგებელი სტივ კერი. მის ასისტენტებად დაინიშნენ „მაიამის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა და გონზაგას უნივერსიტეტის თავკაცი მარკ ფიუ.

„ფინიქსის“ მთავარი მწვრთნელი მონტი უილიამსი, რომელიც თავიდან კერის მესამე თანაშემწედ განიხილებოდა, მსოფლიო ჩემპიონატს ოჯახური გარემოებების გამო გამოტოვებს. მის ადგილს ტაირონ ლიუ („კლიპერსი“) დაიკავებს.