21 ივნისი. სამარა. სტადიონი “კოსმოს-არენა“. დასაწყისი – 16:00 საათი
მსაჯი: ანტონიო მატეო ლაოსი (ესპანეთი)
დანიელებმა დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს პირველ ტურში – პირველი დარტყმა კარისკენ 27-ე წუთზე შეასრულეს, პერუზე ცუდად ითამაშეს, ნაკლები მომენტი შექმნეს, მაგრამ მაინც მოიპოვეს სამი ქულა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ტურში საფრანგეთთან მოუწევთ შეხვედრა, ავსტრალიის დამარცხება აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში, გუნდი თითქმის დაიბევებს ადგილს პლეი ოფში.
ავსტრალიის ნაკრებმა პირიქით, კარგი შთაბეჭდილება დატოვა საფრანგეთის წინააღმდეგ, მაგრამ მარცხი თავიდან ვერ აიცილა.
პირველი ტურის მატჩები
დანია-პერუ 1:0
გოლი: 1:0 პოულსენი (59)
საფრანგეთი-ავსტრალია 2:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (58-პენ), 1:1 იედინაკი (62-პენ), 2:1 ბეჰიჩი (81-საკ. კარში)
ახალი ამბები
იონას კნუდსენი პერუსთან მოგების შემდეგ, შინ გაფრინდა ახლად დაბადებული ქალიშვილის მოსანახულებლად, მაგრამ მოასწრო ავსტრალიასთან მატჩისთვის დაბრუნება.
სავარაუდოდ, ლასე შიონე შეცვლის დანიელთა რიგებში ტრავმირებულ ვილიამ კვისტს, რომელიც, შესაძლოა, ჯგუფური ეტაპის ბოლოს ჩადგეს მწყობრში.
ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, 19 წლის დანიელ არზანი, შესაძლოა, ავსტრალიის ნაკრების ძირითადში ვიხილოთ.
ურთიერთშეხვედრები
ეს არის ამ გუნდების მეოთხე შეხვედრა. წინა სამი მატჩი ამხანაგური იყო: ორი მოიგო დანიამ, ერთი – ავსტრალიამ.
საინტერესო ფაქტები
– დანიას მხოლოდ 1986 წელს აქვს მოგებული ჯგუფური ეტაპის პირველი ორი ტური.
– დანიას 28 გოლი აქვს გატანილი მსოფლიოს ჩემპიონატებზე და ყველა საჯარიმოდან დარტყმის შემდეგ.
– კასპერ შმეიხელს ბოლო ხუთ მატჩში გოლი არ გაუშვია. მისი მიმდინარე “მშრალი” სერია 534 წუთს უტოლდება.
– კრისტიან ერიქსენმა ბოლო 14 მატჩში 17 გოლში მიიღო მონაწილეობა – 12 გოლი და 5 პასი.
– ავსტრალიამ ევროპულ გუნდებთან მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრიდან შვიდი მატჩი წააგო (+1=1-7).
– ავსტრალიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ ოთხი მატჩი აქვს წაგებული და ამ თამაშებში, საშუალოდ, 2 გოლს უშვებდა.
– ავსტრალიამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩატარებულ 14 მატჩში მხოლოდ ერთხელ შეინახა კარი “მშრალად”.
რა თქვეს მწვრთნელებმა
ოგე ჰარეიდე (დანია):
“მაკმაყოფილებს ის, თუ როგორ ემზადებოდა გუნდი მატჩისთვის ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში. ფსიქოლოგიურად კარგად უნდა მოვემზადოთ თამაშისთვის. ამ ჩემპიონატზე ფავორიტები და აუთსაიდერები არ არიან. იგებენ ის, ვინც უკეთ არის მზად ფსიქოლოგიურად”.
ბერტ ვან მაარვიკი (ავსტრალია):
“ჩვენ უკვე ვითამაშეთ საფრანგეთთან. ვფიქრობ, ფრანგები უფრო კრეატიულები არიან, სამაგიეროდ, დანია უფრო დალაგებული და შერწყმული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს”.
სავარაუდო შემადგენლობები
დანია: შმეიხელი, დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი, შიონე, დილეინი, ერიქსენი, პოულსენი, სისტო, იორგესენი.
ავსტრალია: რაიანი, რისდონი, მილიგანი, სეინსბერი, ბენიჩი, იედინაკი, მუი, როგიჩი, ლეკი, კრუზი, ნაბუტი.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!