ფიფამ ვიდას გაფრთხილება აკმარა - მას აქვს უფლება, უყვარდეს უკრაინა!
ფიფამ ვიდას გაფრთხილება აკმარა - მას აქვს უფლება, უყვარდეს უკრაინა!

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველს, დომაგოი ვიდას, რომელიც რუსეთთან მეოთხედფინალური მატჩის მოგების შემდეგ გასახდელში ყვიროდა „Слава Украине!“, ფიფამ გაფრთხილება აკმარა და ის ნახევარფინალში ინგლისთან ითამაშებს.

თავიდანვე გასაგები იყო, ვის სურდა ვიდას დასჯა – მას უკრაინის მხარადჭერა ვერ აპატიეს. ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ვიდას სიტყვიერი გაფრთხილება არასპორტულ საქციელად შეაფასა, რომელიც პატიოსანი თამაშის პრინციპს ეწინააღმდეგება.

„ჩენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ფიფას დისციპლინარულმა კომიტეტმა რუსეთთან მატჩის შემდეგ ვიდეოში გამოთქმული ფრაზისთვის დომოგოი ვიდას
გაფრთხილება გამოუტანა“ – განაცხადა ფიფას წარმომადგენელმა.

ვიდას მხარდამჭერი წერილი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„დომოგოი ვიდასთან დაკავშირებით უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას და პირადად მე მკვეთრი პოზიცია გაგვაჩნია. შესანიშნავი თამაშითა და საბრძოლო შემართებით ვიდამ და ხორვატიის ნაკრებმა ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება დაიმსახურა. ფეხბურთელი, რომელიც კიევის „დინამოს“ ღირსებას მრავალი წლის განმავლობაში და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთული დროს იცავდა, უკრაინის დედაქალაქში ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი დარჩა – ამ ხალხმა დაიმსახურა, რომ გამარჯვება ნაწილობრივ მათაც მიუძვნა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიმართვა „დიდება უკრაინას!“ ჩვენი მოქალაქეებისთვის გახდა პატრიოტიზმის სიმბოლო. სავსებით ბუნებრივია, რომ ადამიანი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მისცა, უკრაინისა და მისი მოქალაქებისადმი დიდი პატივისცემითაა განწყობილი. მას აქვს უფლება საჯაროდ გამოხატოს უკრაინისა და მისი მოქალაქეების პატივისცემა! ჩვენ ფიფას და უეფას შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ გავუგზავნეთ წერილი, რათა დაიცვას არა მარტო ხორვატიის ნაკრები, არამედ, უპირველესად ის პირი, რომელიც უფლება აქვს, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია და პატივს სცემდეს ჩვენს ქვეყანას! ვიდა 2018 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალში ითამაშებს! დიდება ხორვატიას! დიდება უკრაინას!“ – წერია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებაში.