„ბარსელონამ“ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია „ლაიპციგის“ გარემარბთან დანი ოლმოსთან.
როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, მხარეები მზად არიან ხელი მოაწერონ ხუთწლიან კონტრაქტს.
ახლა, კატალონურ კლუბს „ლაიპციგთან“ მოუწევს მოლაპარაკება 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით.
ოლმო „ბარსელონას“ აღზრდილია, მაგრამ 16 წლის ასაკში გადავიდა ზაგრების „დინამოში“, სადაც ხუთი წელი ითამაშა.
„ლაიპციგში“ ოლმო 2020 წლის დასაწყისში ჩაირიცხა. გასულ სეზონში ესპანელმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.