დანი ოლმო „ბარსელონაში“ გადადის #1TVSPORT
დანი ოლმო „ბარსელონაში“ გადადის #1TVSPORT

„ლაიპციგის“ შემტევი ნახევარმცველი დანი ოლმო ახლოს არის „ბარსელონაში“ გადასვლასთან.

როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი 2024 წლის ზაფხულში განხორციელდება. გარიგების ღირებულება 60 მილიონი ევრო იქნება.

25 წლის ოლმო „ბარსელონას“ აღზრდილია. 2014 წელს ის კატალონური კლუბის ახალგაზრდული სისტემიდან ზაგრების „დინამოში“ გადავიდა, საიდანაც ექვს წელიწადში „ლაიპციგში“ აღმოჩნდა.