დალია გრიბაუსკაიტე – ვულოცავ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, წარმატებები ქვეყნისა და ხალხის სამსახურში
ლიეტუვას პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. წარმატებები ქვეყნისა და ხალხის სამსახურში“,- წერს „ტვიტერზე“ დალია გრიბაუსკაიტე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.6% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.4%
Congratulations to President elect of #Georgia Salome Zurabishvili – best luck serving your country and its people!
— Dalia Grybauskaitė (@Grybauskaite_LT) November 28, 2018