ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.6% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.4% 
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.6% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.4% 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესული 3568 საარჩევნო უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანიდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.6% მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 117 103 ხმაა.

აღნიშნული ინფორმაცია ცესკო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 757 135 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40.4 %-ია.

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3568, რაც რაც საარჩევნო უბნების 96.3%-ია.