ნაციონალური ჰოკეის ლიგის გუნდი „დალას სტარსი“ სტენლის თასის ფინალშია.ტეხასურმა კლუბმა კონფერენციის ფინალურ სერიაში ყველასთვის მოულოდნელად „ვეგას გოლდენ ნაითსი“ მარტივად, ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
მეტოქეებს შორის მეხუთე შეხვედრა თბილისის დროით გამთენიისას გაიმართა. მატჩის მიმდინარეობისას „ვეგასი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნა და დაპირისპირების ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებით დროში კი შაიბა ტეხასელებმა გაიტანეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
„დალას სტარსმა“ სტენლის თასის ფინალში ბოლოს 2000 წელს იასპარეზა და სამწუხაროდ დამარცხდა. კლუბს თავის ისტორიაში ლიგის უმაღლესი ჯილდო მხოლოდ ერთხელ -1999 წელს აქვს მოგებული. მაშინ ტეხასურმა გუნდმა ფინალში „ბაფალო“ დაამარცხა, წლევანდელი გათამაშების მეორე ნახევარფინლაში კი „ტამპა ბეილაითნინგი“ ანგარიშით 3:1-ს „ნიუ-იორკ აილენდერსს“ ამარცხებს. შეგახსენებთ, რომ სტენლის თასის შარშანდელი მფლობელი „სენტ-ლუის ბლუზია“.