მოსკოვის სასამართლომ ოთხი უკრაინელი მეზღვაურის წინასწარი პატიმრობის ვადა 24 აპრილამდე გაახანგრძლივა. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ სასამართლო დანარჩენ მეზღვაურებთან დაკავშირებითაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს. დაპატიმრებული მეზღვაურების ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის პეტიციის განხილვა სამხედრო სასამართლოს თვის გადაეცა, თუმცა თხოვნა სასამართლოს უარყო.
უკრაინელი მეზღვაურები რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქერჩის სრუტესთან დააკავა. რუსეთის ხელისუფლება უკრაინელ მეზღვაურებს საზღვრის უკანონო დარღვევაში ადანაშაულებს. უკრაინა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მეზღვაურების დაკავება ნეიტრალურ წყლებში, აგრესიული მოქმედებით მოხდა.