დაკარგული ფეხბურთელის ბიძა - შემთხვევის ადგილის დათვალიერება იძლევა თქმის საფუძველს, რომ გიორგი შაქარაშვილი ცოცხალია
დაკარგული ფეხბურთელის ბიძა - შემთხვევის ადგილის დათვალიერება იძლევა თქმის საფუძველს, რომ გიორგი შაქარაშვილი ცოცხალია

ვნახეთ შემთხვევის ადგილი, გავერკვიეთ გარემოებებში და მგონია, ბავშვი ცოცხალი უნდა იყოს, – ამის შესახებ  დაკარგული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

როგორც მირიან ნიკოლაძე აცხადებს, ამ დრომდე რაიმე ტიპის დანაშაულის მტკიცებულება არ გამოკვეთილა.

„ჯერ რაიმე რეალური შედეგი არ არის. რამდენიმე ვერსიაა. ვფიქრობ, ცუდი ვერსიის სასარგებლოდ ბევრად ნაკლები მტკიცებულება უნდა არსებობდეს ვიდრე კარგის. ეს არ არის ჩემი სუბიექტური ვერსია, ჩვენ ვნახეთ შემთხვევის ადგილი, გავერკვიეთ გარკვეულ გარემოებებში და შესაბამისად მგონია, ბავშვი უნდა იყოს ცოცხალი და იმედია, მალე ვნახავთ მას. საუბრობენ, რომ კონფლიქტური სიტუაციები იყო, მაგრამ ვერ გეტყვით ზუსტად“, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს.

მცხეთაში, „საბურთალოს“ აკადემიის წევრის, დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.