დადასტურდა - ნაბი კეიტა ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს
დადასტურდა - ნაბი კეიტა ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ნაბი კეიტა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ ითამაშებს, თუმცა რობერტო ფირმინო მოედანზე გასასვლელად მზად არის, იტყობინება სკაი სპორტსი გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპზე დაყრდნობით. კეიტა ბარსელონას წინააღმდეგ პირველ ნახევარფინალურ მატჩში დამარცხდა, ლივერპულმა კი ის თამაში ანგარიშით 0:3 წააგო, თუმცა ერთ კვირაში, საკუთარ მოედანზე, ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა და ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა.

„ნაბის თამაშის შანსი არ აქვს. მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და იქნებ აფრიკის ეროვნებათა თასისთვის ფორმაში ჩადგომა მოახერხოს. ყველაფერს დრო გვაჩვენებს“, – განაცხადა კლოპმა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ შორის მადრიდის სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 1 ივნისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი