დაბომბვამ კრემენჩუგის სტადიონი დააზიანა - „შახტარის“ მეკარე რუსეთის შესახებ #1TVSPORT
დაბომბვამ კრემენჩუგის სტადიონი დააზიანა - „შახტარის“ მეკარე რუსეთის შესახებ #1TVSPORT

ცნობილია, რომ კრემენჩუგის დაბომბვის დროს რაკეტებმა არა მხოლოდ გაანადგურა ადგილობრივი სავაჭრო ცენტრი. ამას გარდა, უკრაინული ტელეარხის, „ფეხბურთის“ ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ადგილობრივი გუნდის, „კრემენის“ სტადიონიც დაზიანდა.

კერძოდ, გავრცელდა ფოტომასალა და ინფორმაცია, რომ არენის ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქდა ფანჯრები, ნაწილობრივ დაზიანდა კედლები. დაზიანდა ავტობუსი, რომლითაც გუნდი მატჩებზე დადიოდა. სტადიონზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პირველი ლიგის 2021/22 წლების სეზონის შეჩერების დროს „კრემინი“ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იყო. კლუბმა 2022/23 წლების სეზონში მონაწილეობის სურვილი განაცხადა და ჩემპიონატისთვის მზადება უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.

კრემენჩუგის ტრაგედიას უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მეკარე ანდრეი პიატოვი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„რუსეთი ტერორისტი ქვეყანაა! არა, თქვენ ტერორისტებზე უარესებიც ხართ. თავად ნახეთ კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრი, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იყო. მათ შორის, მშვიდობიანი ხალხი და ბევრი ბავშვი. რა შეიძლება იყოს უფრო მეტი საშინელება?“ – წერს პიატოვი.