დაბა ურეკსა და შეკვეთილში დასუფთავების აქცია გაიმართა
დაბა ურეკსა და შეკვეთილში დასუფთავების აქცია გაიმართა

გურიის რეგიონში ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაბა ურეკსა და შეკვეთილში დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი, ასევე მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიტანეს.

ხელისუფლების ინფორმაციით, სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება. დასუფთავების აქციაში გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

დატოვე კომენტარი