დაბა ბახმაროში საკურორტო სეზონის მზადებასთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა
დაბა ბახმაროში საკურორტო სეზონის მზადებასთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ დაბა ბახმაროში საკურორტო სეზონის მზადებასთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გამართა.

ბახმაროში განთავსდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსათავსებელი კონტეინერები. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს მერიის, ასევე აიპების თანამშრომლებმა, დეპუტატის ბიურომ და მოხალისეებმა.

„სეზონის დაწყების წინ, ტრადიციულად, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა დასუფთავების აქციას ატარებს. ბახმაროში ატანილია საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსათავსებელი კონტეინერები, მზადყოფნაშია სპეცტექნიკა და დამსვენებლებს მოწესრიგებულ გარემოს სთავაზობს. მსგავს აქციას მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სეზონის დასრულების შემდეგაც ატარებს“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.