დაადგინეს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი
დაადგინეს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი

ინტერნეტ-პორტალმა Clubelo-მ სტატისტიკური გამოთვლების მიხედვით შეადგინა ყველაზე წარმატებული კლუბების სია. გამოთვლისთვის გამოიყენებოდა „ელოს“ რეიტინგის რთული ალგორითმი.

რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა 2012 წლის „ბარსელონამ“. აღვნიშნავთ, რომ პირველ ათეულში მოხვდა დღევანდელი „ლივერპული”.

ფეხბურთის ისტორიაში სტატისტიკურად ყველაზე წარმატებული გუნდების ტოპ-ათეული:

1. ბარსელონა (2012 წელი) – ინდექსი 2107

2. ბაიერნი (2014) – 2104

3. რეალი (2014) – 2096

4. ლივერპული (2020) – 2074

5. რეალი (1961) – 2069

6. მილანი (1993) – 2052

7. მანჩესტერ სიტი (2019) – 2047

8. მტკ (1955) – 2037

9. ჩელსი (2008) – 2026

10. მანჩესტერ იუნაიტედი (2008) – 2026

რეიტინგების სისტემა „ელო“ – მოთამაშეების ძალის გამოსათვლელად გამოიყენება. სისტემა უნგრული წარმოშობის ამერიკელმა პროფესორმა არპად ელომ შეიმუშავა.

დატოვე კომენტარი