დ.ღ.-ს საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დ.ღ.-ს საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული მოზარდის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დაასრულა. ახლა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, თუმცა პროკურატურამ განმარტა, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებების სადავოდ არ ცნობს. შესაბამისად, პროკურატურის პოზიციით, ეს მტკიცებულებები არ უნდა გამოიკვლიონ. ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
არასრულწლოვანი დ.ღ. ექვსი თვის წინ ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მას ჰქონდა შეხვედრა ზაზა სარალიძესთან, ისაუბრა მკვლელობის საქმეზე, თუმცა სასამართლოში ეს ფაქტი აღარ დაუდასტურებია. ის თითქმის ექვსი თვე პატიმრობაში იყო, თუმცა ბრალს აღიარებდა. სასამართლოს წინა სხდომაზე, 11 იანვარს, არასრულწლოვანს აღკვეთის საპატიმრო ღონისძიება გირაოთი შეუცვალეს და სხდომათა დარბაზი დატოვა.