ცოტნე ივანიშვილი – მერაბ, გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის, ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენ წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება

11:04, 12.11.2026

ცოტნე ივანიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.

„მერაბ, გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენ წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება“, – წერს ცოტნე ივანიშვილი „ინსტაგრამზე“.

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ.  დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.

მსგავსი