ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა, საქართველოში თურქი ექიმები იმყოფებოდნენ, რომლებმაც გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს და თურქეთში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

ცოტნე გამსახურდია სტამბოლის ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

მეუღლის თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და სხვადასხვა სახის გამოკვლევა უტარდება.

„ცოტნე უკვე გადაყვანილია და მეც მივფრინავ ორ დღეში. სტამბოლშია ამერიკული კლინიკა, საკმაოდ კარგი. თურქი ექიმები იყვნენ მოსულები, შეაფასეს მდგომარეობა და დღის პირველ ნახევარში გადაიყვანეს. მისი მდგომარება ახლა სტაბილურად მძიმეა, იგივენაირად შეაფასეს, როგორც აფასებდნენ აქ. არანაირი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ჯერჯერობით საჭირო არ არის. ყველანაირი გამოკლვევა ჩაუტარდება, სანამ მე ჩავალ პორგნოზები დამხვდება“ ,- განაცხადა ანა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

დატოვე კომენტარი