ცნობილია დანიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის
ცნობილია დანიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის

დანიის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში 7 ივნისს ირლანდიას უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი საქართველოს ნაკრებს ასევე შინ მიიღებს. ორივე მატჩი კოპენჰაგენში გაიმართება.

დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ ამ მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:
მეკარეები – კასპერ შმეიხელი (ლესტერი, ინგლისი), ფრედერიკ რონოვი (აინტრახტი, გერმანია), ანდრე ჰანსენი (მიდტიულანდი);

მცველები – ანდრეას ბილანდი (კოპენჰაგენი), სიმონ კიაერი (სევილია, ესპანეთი), ანდრეას კრისტიანსენი (ჩელსი, ინგლისი), ჰენრიკ დალსგაარდი (ბრენტფორდი), იენს ლარსენი (უდინეზე, იტალია), მატიას იორგენსენი (ჰადერსფილდი, ინგლისი), პეტერ ანკერსენი (კოპენჰაგენი);
ნახევარმცველები – კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემი, ინგლისი), რიზა დურმიში (ლაციო, იტალია), დანიელ ვასი (ვალენსია, ესპანეთი), ლასე შიონე (აიაქსი, ჰოლანდია), ლუკას ლერაგერი (ჯენოა, იტალია), თომას დილეინი (დორტმუნდი, გერმანია), პიერ-ემილ ჰოიბერგი (საუთჰემპტონი, ინგლისი);
თავდამსხმელები – იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი, გერმანია), რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი), ნიკოლას იორგენსენი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), მარტინ ბრეიტვაიტი (ლეგანესი, ესპანეთი), კასპერ დოლბერგი (აიაქსი, ჰოლანდია).

დანიამ შესარჩევ ჯგუფში ერთი მატჩი გამართა – სტუმრად 3:3 ითამაშა შვეიცარიასთან.