ცნობილია ჩემპიონთა ლიგის 14 მერვედფინალისტი
ცნობილია ჩემპიონთა ლიგის 14 მერვედფინალისტი

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის პირველი სათამაშო დღის შემდეგ, ცნობილი გახდა პლეიოფის 16 მონაწილიდან 14.

პირველი ადგილებიდან მერვედფინალში გავიდნენ: „ბარსელონა“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „ლაიპციგი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“ „პარი სენ-ჟერმენი“ და „ვალენსია“. ისინი განთესილები იქნებიან წილისყრის დროს.

მეორე ადგილზე გავიდნენ: „ჩელსი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“, „ნაპოლი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“.

ბოლო ორი საგზური გათამაშდება ოთხშაბათს. C ჯგუფში პრეტენზიას აცხადებენ „შახტარი“, ზაგრების „დინამო“ და „ატალანტა“, D ჯგუფიდან – „ატლეტიკო“ და „ლევერკუზენი“.