ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის წილისყრა გაიმართა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე ასეთი წყვილები ჩამოყალიბდა:
რეალი-არსენალი
ბაიერნი-ლიონი
ვოლფსბურგი-ბარსელონა
მანჩესტერ სიტი-ჩელსი
პირველი მატჩები 18-19 მარტს გაიმართება, განმეორებითი – 26-27 მარტს.
ცნობილი გახდა პლეი ოფის სრული ბადე. ნახევარფინალში ასეთი სავარაუდო წყვილებია:
რეალი/არსენალი – ბაიერნი/ლიონი
ვოლფსბურგი/ბარსელონა – მანჩესტერ სიტი/ჩელსი
პირველი მატჩები 19-20 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 26-27 აპრილს.
ფინალი 24 მაისს გაიმართება ლისაბონის „ჟოზე ალვალადეს“ სტადიონზე.