ცნობილი გახდა ოლიმპიადისთვის აშშ-ის ნაკრების ექვსი მოთამაშის ვინაობა #1TVSPORT
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები აგრძელებს შემადგენლობის ფორმირებას 2024 წლის ოლიმპიადისთვის.
ცნობილი ინსაიდერის შემს ჩარანიას ინფორმაციით, თუ არ წარმოიშვება გაუთვალისწინებელი გარემოებები, „ბოსტონის“ მცველი ჯრიუ ჰოლიდეი მოხვდება აშშ-ის 12-კაციან განაცხადში.
ასე რომ, ჰოლიდეი შეუერთდება ხუთ ვარსკვლავს, რომლებსაც, როგორც ამტკიცებენ, გარანტირებული აქვთ პარიზის ოლიმპიადაზე თამაში. ესენი არიან: კევინ დურანტი (ფინიქსი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია) და ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი).
ზაფხულის თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე ჩატარდება.