ცნობილი გახდა მარკო ასენსიოს მიმართ „ბარსელონას“ დაინტერესების შესახებ #1TVSPORT
„ბარსელონა“ დაინტერესებულია „რეალის“ შემტევი ნახევარმცველის მარკო ასენსიოს გაფორმებით, – დაწერა გამოცემა Mundo Deportivo-მ.
ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდულ კლუბთანმ 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. კატალონელები ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და მზად არიან ასენსიო თავისუფალი აგენტის სტატუსით მიიწვიონ.
საინტერესოა, რომ ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში კარგ ურთიერთობაშია „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან.
მარკო ასენსიო „რეალში“ „მალიორკადან“ 2015 წელს გადავიდა 3.9 მილიონ ევროდ. მადრიდელთა რიგებში მან 239 მატჩ ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 24 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ნახევარმცველი სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ამდენივეჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.