ესპანეთში გაიმართა ქვეყნის თასის ნახევარფინალური რაუნდის წილისყრა.
ამ ეტაპზე „ბილბაო“ შეხვდება „ლევანტეს“, „ბარსელონას“ შეხვედრა უწევს „სევილიასთან“.
ნახევარფინალი ორმატჩიანი ფორმატით გაიმართება. პირველი მატჩები 10-11 თებერვალს ჩატარდება, განმეორებითი – 3-4 მარტს.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში „ბარსელონამ“ 5:3 მოუგო „გრანადას“, „ლევანტემ“ მინიმალური ანგარიშით „ვილიარეალს“ (1:0), „სევილია“ იგივე ანგარიშით გაუმკლავდა „ალმერიას“, „ბილბაომ“ კი პენალტების სერიაში (1:1, 4:1) დაამარცხა „ბეტისი“.