„რეალმა“ „ბარსელონას“ ესპანეთის თასის მოპოვება მიულოცა #1TVSPORT
„რეალმა“ „ბარსელონას“ ესპანეთის თასის მოპოვება მიულოცა #1TVSPORT

ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონა“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდა. 

კატალონიელებმა ბრწინვალე მატჩი ჩაატარეს, ბასკებს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს და ესპანეთის თასს 31-ედ დაეუფლნენ.

„ბარსელონას“ მთავარმა და ყველაზე პრინციპულმა მეტოქემ, მადრიდის „რეალმა“ კატალონიელებს გამარჯვება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მიულოცა.

„ვულოცავთ, „ბარსელონასა“ და მის გულშემატკივრებს 2021 წელს ესპანეთის თასზე დამსახურებულ გამარჯვებას“, – წერია „სამეფო კლუბის“ განცხადებაში.