ცნობილი გახდა „ბაიერნის“ მიზნები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს #1TVSPORT
გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ ჩამოყალიბდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას საკუთარ მიზნებზე.
როგორც გაზეთი Kicker-ი წერს, მიუნხენური კლუბი აპირებს, ზამთარში გაიფორმოს საყრდენი ნახევარმცველი და მარჯვენა მცველი. აღნიშნავენ, რომ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი მუშაობს შემადგენლობის გაძლიერებაზე სპორტულ დირექტორთან კრისტოფ ფროინდთან ერთად. მოთამაშეთა კონკრეტული გვარები არ სახელდება.
უფრო ადრე ტუხელი შეშფოთებას გამოთქვამდა „ბაიერნის“ დაცვის გამო. გერმანელი სპეციალისტის აზრით, მიუნხენურ კლუბს შემადგენლობაში უფრო მეტი მოთამაშე უნდა ჰყავდეს დაცვის ხაზში.
ბუნდესლიგის ხუთი ტურის შემდეგ „ბაიერნი“ 13 ქულით პირველ ადგილს იყოფს „ლევერკუზენთან“.