CNN – საუდის არაბეთის ხელისუფლება ამზადებს ანგარიშს, რომელშიც გეგმავს აღიაროს, რომ ჯამალ ხაშოგი „არასწორად ჩატარებული დაკითხვის“ შედეგად გარდაიცვალა

08:56, 16.10.2018

საუდის არაბეთის ხელისუფლება ამზადებს ანგარიშს, რომელშიც გეგმავს აღიაროს, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი „არასწორად ჩატარებული დაკითხვის“ შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნული იქნება, რომ ოპერაციაში ჩართულ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ამასთან, CNN-ის ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ ანგარიში ჯერ კიდევ დასრულებული არ არის, ამიტომ მისი შინაარსი შესაძლოა, შეიცვალოს.

The Washington Post-ის თანამშრომელი ჯამალ ხაშოგი უკანასკნელად სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს ნახეს. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს. The Washington Post-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებას მკვლელობის დამადასტურებელი აუდიო და ვიდეოჩანაწერები გააჩნია.

გამოძიების ფარგლებში, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში თურქეთის პოლიციამ გვიან ღამით ჩხრეკა ჩაატარა.

მსგავსი