ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ
ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ი.ნ.-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

დაკავებული პირი თბილისშია გადაყვანილი. ბრალდებული სავალდებულო დაცვის უფლებით სარგებლობს და საზოგადოებრივი ადვოკატი ჰყავს. როგორც ი.ნ.-ს ადვოკატი მაია გრიგოლაშვილი აცხადებს, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. მაია გრიგოლაშვილის თქმით, ბრალდებულმა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათ შესახებ ადვოკატთან არ უსაუბრია.

ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ი.ნ. წარსულში ნასამართლევია.