ცხრა რელიგიური ორგანიზაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების წესის მომწესრიგებელ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
ცხრა რელიგიური ორგანიზაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების წესის მომწესრიგებელ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყეს მსჯელობა, მიიღებენ თუ არა არსებითი განხილვისთვის წარმოებაში „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის“, „ქართველ მუსლიმთა კავშირისა“ და სხვა რელიგიური ორგანიზაციების სარჩელს, რომლებიც სადავოდ ხდიან სახელმწიფო ქონების პრივატიზების წესის მომწესრიგებელ ნორმებს.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმები კრძალავს მათ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენას მაშინ, როდესაც მსგავსი შესაძლებლობა უზრუნველყოფილია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ახდენენ მათ დისკრიმინაციას რელიგიის ნიშნით, რის გამოც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.