ცხრა ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ცხრა ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რამდენიმე ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ჩამონათვალს დაემატა შემდეგი ობიექტები:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გოხნარში მდებარე XI – XII საუკუნეების აძიკვის წმ. გიორგის ეკლესია და სამაროვანი; ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში;
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია;
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნავდარაანთკარი – გვიანი შუა საუკუნეების ნავდარაანთკარის ნასოფლარი; ქ. ბორჯომი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, XX საუკუნის 70-იანი წლები – პავილიონი/ავტობუსის გაჩერება; გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყვიში, 1848 წელი, XIX საუკუნის მეორე ნახევარი; ნებოძირის კოშკი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ნებოძირი, XVII-XVIII საუკუნეები; ონიანის კოშკი და მაჩუბი – ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩუკული, უბანი „ნაკიშერი“,გვიანი შუა საუკუნეები; დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლის გერგეტის უბნის დაწყებითი სკოლა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდა, გერგეტის უბანი, 1887 წელი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება დღეს, 6 დეკემბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.