ცხრა გოლი ევროპის ლიგაზე - არსენიშვილმა „სპორტინგს“ „ტატაბანიასთან“ მოაგებინა #1TVSPORT
ხელბურთის ევროპის ლიგის მეორე მატჩში ერეკლე არსენაშვილის „სპორტინგი“ უნგრულ „ტატაბანიას“ შეხვდა და დამაჯერებლად, 37:23 მოიგო.
მატჩის ბომბარდირი პორტუგალიელების ქართველი ლეგიონერი გახდა, რომელმაც ანგარიშზე 9 გოლი ჩაიწერა.
„სპორტინგს“ ორი ტურის შემდეგ ორი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო კვარტეტი გავა.