ცხრა გოლი ევროპის ლიგაზე – არსენიშვილმა „სპორტინგს“ „ტატაბანიასთან“ მოაგებინა #1TVSPORT

00:00, 27.10.2021

ხელბურთის ევროპის ლიგის მეორე მატჩში ერეკლე არსენაშვილისსპორტინგი“ უნგრულ „ტატაბანიას“ შეხვდა და დამაჯერებლად, 37:23 მოიგო.

მატჩის ბომბარდირი პორტუგალიელების ქართველი ლეგიონერი გახდა, რომელმაც ანგარიშზე 9 გოლი ჩაიწერა.

სპორტინგს“ ორი ტურის შემდეგ ორი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო კვარტეტი გავა.

მსგავსი