ციურიხის ზოოპარკის თანამშრომელი ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა
შვეიცარიის ქალაქ ციურიხის ზოოპარკის თანამშრომელი ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
55 წლის ქალს ვეფხვი თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის ვოლიერში იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა და ზოოპარკის სხვა თანამშრომლებმა ქალი ვოლიერიდან გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევა ციურიხის ზოოპარკში ადგილობრივი დროით, დაახლოებით 01:20 საათზე მოხდა. ტრაგედიის თვითმხილველი ზოოპარკში მყოფი რამდენიმე ვიზიტორი გახდა.