ცისიპასი – ეს ყველაფერი ზღაპარი მგონია
MELBOURNE, AUSTRALIA - JANUARY 22: Stefanos Tsitsipas of Greece gestures as he in action against Roberto Bautista Agut (not seen) of Spain during day eight of the 2019 Australian Open at Melbourne Park in Melbourne, Australia on January 22, 2019. Tsitsipas won the match with 3-1. (Photo by Recep Sakar/Anadolu Agency/Getty Images)
ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანელი ბაუტისტა აგუტის დამარცხების შემდეგ (7:5, 4:6, 6:4, 7:6,), ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა ემოციური კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რათა აქ მოვხვედრილიყავი“, – ციტირებს ტურნირის პრეს-სამსახური ცისიპასის სიტყვებს. – „წლის დასაწყისში მე ვთქვი, რომ ჩემი მიზანი დიდი სლემის ნახევარფინალი იყო. ეს მიზანი რომ ავასრულე, ვიფიქრე რომ ჭკუიდან შევიშალე, მაგრამ არა, ეს რეალური ამბავია. ყველაფერი ზღაპარს გავს“.
შეგახსენებთ, რომ ბერძენი ნახევარფინალში რაფაელ ნადალსა და ფრენსის ტიაფოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.