ცინცაძის და ბერიშვილის წარმატებული თამაში ყატარის ჩემპიონატზე
ცინცაძის და ბერიშვილის წარმატებული თამაში ყატარის ჩემპიონატზე

ყატარში სტარტი აიღო ქვეყნის ჩემპიონატმა კალათბურთში. „ალ შამალმა“, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი იცავენ, პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა კალათბურთელებმა ჯამში 39 ქულა დააგროვეს.

„ალ შამალმა“ საკუთარ არენაზე „ალ ხორს“ უმასპინძლა და მეტოქეს 111-72 სძლია. ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო. გიორგი ცინცაძემ კი მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშის ტიტული მიიღო. გიომ 34 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. რაც შეეხება მიხეილ ბერიშვილს, მან 35 წუთში 14 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 6 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა.

„ალ შამალს“ მომდევნო მატჩი 14 დეკემბერს „ალ რაიანსთან“ ელის.