ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების რეგულირებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ
ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების რეგულირებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ

ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების რეგულირებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ამ თემაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, ცილისწამების ახლებური რეგულირება გამოხატვის თავისუფლებისთვის დარტყმა იქნება.

„ჩვენმა კანონმდებელმა, ისევე როგორც ბევრმა ევროპულმა ქვეყნის წარმომადგენელმა, ძალიან სწორი ბალანსი იპოვა ერთი მხრივ, პატივსა და ღირსებას და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას შორის. ეს ბალანსი კანონმდებლობაში მიღებული გვაქვს 2004 წელს. თუკი ამის შეცვლას ვინმე აპირებს, ეს ნიშნავს ერთ რამეს – გამოხატვის თავისუფლების გაუარესებას“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვს „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ ადვოკატ  გრიგოლ გაგნიძეს. მისი თქმით, თუ საზოგადოების დაკვეთა იქნება, დაწესდეს გარკვეული რეგულაციები, რომელებიც ევროსტანდარტებთან იქნება ახლოს, მაშინ ეს პროცესი გარკვეულწილად მისაღები იქნება.

მისი განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა ახალი ფრანგული მოდელის მიხედვით ეროვნული კანონმდებლობის შეცვლაზე არის საინტერესო და განხორციელებადი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.