ქალებს შორის 1000 მეტრზე ციგურებით რბოლაში მთავარი ბრძოლა კვლავ ნიდერლანდებისა და იაპონიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.
ისევე, როგორც ორი დღის წინ, 1500 მეტრზე რბოლაში, ოქრო ამჯერადაც ნიდერლანდებს ხვდა წილად: საუკეთესო დრო იორიენ ტერ მორსმა აჩვენა. რაც შეეხება ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს, ორივე იაპონიას ხვდა წილად: მეორე ადგილზე ნაო კოდაირა გავიდა, მესამეზე კი მიჰო ტაგაკი, რომელსაც ამ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი უკვე მოგებული ჰქონდა.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე