ციგურებით რბენა: სვენ კრამერი ოლიმპიური ჩემპიონია

დასრულდა 5 000 მეტრზე ციგურებით რბენა მამაკაცებს შორის, რომელშიც ნიდერლანდების წარმომადგენელმა, სვენ კრამერმა გაიმარჯვა. კრამერმა, რომელიც შეჯიბრის ყველაზე მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, დისტანცია 6 წუთში, 9 წამსა და 76 მეასედში გაიარა და ოქროს მედლის მოპოვებასთან ერთად ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები შესაბამისად კანადისა და ნორვეგიის წარმომადგენლებს, ტედ-იან ბლუმენსა და სვერე ლუნდე პედერსენს ერგოთ.

ხვალ გაიმართება ციგურებით რბენაში კიდევ ერთი შეჯიბრი, რომელშიც გამარჯვებული ქალთა შორის 1500 მეტრ დისტანციაზე გამოვლინდება.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე