ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა დაიწყო თანხის შეგროვება იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ATP-სა და WTA-ის რეიტინგების პირველი ასეულის მიღმა არიან. ამისთვის ის სპეციალური პლატფორმის შექმნას აპირებს.
„როგორც TOP10-ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩოგბურთის მომავალზე. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმ მოთამაშეთა სტაბილურობისთვის, რომლებიც ტოპ-ასეულის მიღმა იმყოფებიან და რამდენად რთულია პროფესიული ჩოგბურთით საარსებო წყაროს მოპოვება, განსაკუთრებით საჩოგბურთო ტურნირების გარეშე. იმედია, ამგვარი პლატფორმის შექმნის წყალობით, პროცესი წინ წავა და მას ჩემი კოლეგები დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა ბერძენმა.
21 წლის ციციპასი მეექვსე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საჩოგურთო ტურნირი 13 ივლისამდეა გაუქმებული.