ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილი კომისიის წევრები შეიკრიბნენ
ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილი კომისიის წევრები შეიკრიბნენ

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში​ ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის გადაბარების საკითხზე შექმნილი კომისია შეიკრიბა.

კომისიის ერთ-ერთი წევრი მამა ანდრია სარია, რომელმაც ინჩხურის ტაძრის წინამძღოლის პოზიცია პროტესტის ნიშნად დატოვა, ამბობს, რომ კომისია შეისწავლის ეპარქიის როგორც ქონებრივ, ასევე ფინანსურ ნაწილს.

„აღწერა დაიწყება მარტვილის რეზიდენციიდან და ტაძრიდან. რაც შეეხება კომპეტენციას, მე ერთი ვიცი – ნუგზარ სამხარაძე, რომელიც ეკონომისტია. ჩვენც ვართ ამ კომისიაში, რადგან ჩვენ უნდა გადავაბაროთ ქონება. დეტალურად მოხდება აღწერა. როდესაც აქ მეუფე მოვიდა, მისი ინიციატივა იყო, ყველაფერი გადაფორმებულიყო ეპარქიის სახელზე, რომ ეს არის ეკლესიის ქონება და არა მისი პირადი. ჩვენ ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. რაც ჩემი ნივთი იყო, ეს არის წიგნები, რაც მოვაგროვე სტუდენტობის დროს. მე მხოლოდ მას ვკიდებ ხელს. დანარჩენი, რაც ოდესმე უჩუქნიათ ჩემთვის, არის ეკლესიის ქონება და ეკლესიას დარჩება“, – ამბობს ინჩხურის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი.

კომისია ცხრა წევრისგან შედგება. მათ შორის არიან სასულიერო და საერო პირები. კომისიას არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) ხელმძღვანელობს.

ჭყონდიდის ეპარქიაში კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გუშინ გაიმართა.