ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში დღეს სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა დაასრულა
ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში დღეს სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა დაასრულა

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში დღეს სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა დაასრულა. კომისია მუშაობას ხვალ გააგრძელებს. შეხვედრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა და ამჟამინდელმა მმართველებმა.

„დავწერეთ გეგმა, ვენდობით ერთმანეთს. ყველაფერი იქნება აღწერილი“, – განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მეუფე გრიგოლმა.

პეტრე ცაავას განცხადებით, კომისიაში ირიცხება იღუმენია თამარ გამყრელიძე, მამა ანდრია სარია და სხვა კომპეტენტური პირები.

„სამუშაო გეგმა შედგა, ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე ჩატარდება ინვენტარიზაცია, შემდეგ აბაშის. აბაშის წარმომადგენელი არის კომისიის წევრი. ბოლომდე არ დაველოდები, აქ კომისია იმუშავებს, ნდობით აღჭურვილი. მე დავტოვებ ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა, წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ. გადავწყვიტე, საქართველოში ვიქნები“, – განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მმართველმა.