ჩრდილოეთ მაკედონიის თავდამსხმელი - ვიამაყებთ, ევროპის ჩემპიონატზე თუ გავალთ
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები შეიკრიბა ისტორიული მატჩის წინ, რომელსაც 12 ნოემბერს თბილისში საქართველოს წინააღმდეგ გამართავს.
მოახლოებულ ისტორიულ მატჩზე კომენტარი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისა და „უდინეზეს“ თავდამსხმელმა ილია ნესტოროვსკიმ გააკეთა, რომლის თქმითაც, ამ ბრძოლისთვის მაქსიმალურად მოტივირებულია.
„ამ ისტორიულ შეხვედრას 4 წელი ველოდით. ვარჯიშზე ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის ტაქტიკას დავამუშავებთ. მე და სხვა ფეხბურთელები გპირდებით, რომ გასამარჯვებლად ყველაფერს გავაკეთებთ”, – ამბობს ნესტოროვსკი.
მისი თქმით, წინა ორი მატჩი განსხვავებული იყო: „ახლა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ფინალია. აქ მთავარია არა ტაქტიკა, არამედ, გული და გამარჯვების სურვილი. ჩვენ ვიცით, რა არის მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ამას ამ დღეებში მწვრთნელთან დამატებით გავაანალიზებთ და მაქსიმალურად მზად ვიქნებით”.
ნესტოროვსკი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მოიგებს: „ჩვენ, უფრო გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, ვიდრე ქართველებს და დიდ ზეწოლას არ ვგრძნობთ, რადგან დიდი მატჩები გვაქვს ნათამაშები, ამიტომ ვამაყობთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას წარმოვადგენთ და ვიმედოვნებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებით”.